მთავარი გვერდი

გაწევრიანდი

გახდი ევროპელი სოციალისტი

გაეცანი პროგრამას, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დაელოდე ჩვენი წარმომადგენლის ზარს!

facebook

საფარი ევროპელი სოციალისტები • European Socialists
2,410
ევროპელი სოციალისტები • European Socialists

ევროპელი სოციალისტები • European Socialists

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ოფიციალური ფეისბუკ გვერდი

🖌 პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა📍 პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ კატეგორიულად გმობს 15 მაისს პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლასა და მათ მიერ ქართული სახელმწიფოს ინტერსების საწინააღმდეგო განცხადებების გაჟღერებას.✅„მიგვაჩნია, რომ ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის პირველი დიპლომატების გამოსვლა რადიკალური ოპოზიციის მიერ მართულ საპროტესტო აქციაზე იყო უპრეცედენტო, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი.იქიდან გამოდინარე, რომ მინისტრები წარმოადგენენ ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას, მათ მიერ დაფიქსირებული ნებისმიერი საჯარო პოზიცია წარმოადგენს სახელმწიფოს ოფიციალურ ხედვას. ✅შესაბამისად, ძალზედ სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რომ საქართველოსთვის ისეთი მეგობრული ქვეყნები, როგორიც არის ბალტიისპირეთისა და ისლანდიის სახელმწიფოები, პირდაპირ თუ ირიბად ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ რთულ ვითარებაში გამოდიან მხარედ და იზიარებენ რადიკალური ოპოზიციისა და მათი დონორების რიტორიკას, ხელისუფლების არაკანონიერი გზით შეცვლის თაობაზე.✅უდავოა, რომ ხელისუფლებები იცვლებიან, და ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ეს არადიპლომატიური მიდგომა და დაფიქსირებული არამეგობრული პოლიტიკა ნეგატიურად არ აისახება ხალხთა შორის ურთიერთობებზე. როგორც ჩანს, ამ ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსებისთვის უცხოა ქართველთა ამაყი, ვაჟკაცური ბუნება და საუკუნეების მანძილზე სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამოწრთობილი სული და ხასიათი. ✅ მსოფლიოში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებას დღეს, ისე როგორც არასდროს, მართებს ბრძნული, პრინციპული, სწორი დიპლომატიური პოლიტიკის გატარება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ✅ ფაქტია, რომ მსგავს კრიტიკულ და პოლიტიკურად ტურბულენტურ ვითარებაში ბევრმა ე.წ. მეგობარმა სახელმწიფომ მოახდინა თვითლუსტრაცია. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ბრძნული პოლიტიკის გამოყენებით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები შეინარჩუნებენ ღირსეულ პოლიტიკურ სახეს და ხელს შეუწყობენ საქართველოს დემოკრატიის განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაში. ... See MoreSee Less
View on Facebook
View on Facebook
🔴 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით სახელმწიფო გერბზე ნაცვლად „ძალა ერთობაშია“ დაიწეროს - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც დეპუტატის აზრით, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრას შეუწყობს ხელს. 🔷️ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებიდან ერთერთი არის გერბი. დღეს საქართველოს გერბს აწერია - „ძალა ერთობაშია“. ხომ არ მოვიდა დრო, საქართველოს გერბზე დაეწეროს - „მამული, ენა, სარწმუნოება“. ვფიქრობ ამით, ჩვენ ბევრ რამეს გადავწყვეტთ“. - განაცხადა დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში ცვლილები განიხილეს. 🔷️თავის მხრივ, პლენარული სხდომის თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკმა განაცხადა, რომ თუ ამ საკითხზე იქნება შემოთავაზება, ისინი მზად არიან მოისმინონ ეს წინადადება. ... See MoreSee Less
View on Facebook

youtube